ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში ოპოზიციის ლიდერს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მიკალაი კაზლოუს სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრაციების გამოძიების შესახებ ოფიციალურ დეტალებს მოიცავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მინსკში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების ცენტრი ავრცელებს.

კაზლოუ "ერთიან ცივილურ პარტიას" ხელმძღვანელობს. ის ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრია. საბჭო 2020 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ხელშეწყობა იყო.

საბჭოს ყველა წევრი ამ დროისთვის დაპატიმრებული, ქვეყნიდან იძულებით გაქცეული, ან რაღაც სახით სადამსჯელო ზომების მსხვერპლია.

კაზლოუს სასამართლო 3 აგვისტოს დაიწყო. ბრალდების დეტალები ცნობილი არ არის, რადგან სასამართლო დახურულ კარს მირმა გაიმართა. ის წინასწარ პატიმრობაში მარტის შემდეგ იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG