ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუს აქტივისტს სასჯელის მოხდის შემდეგ კიდევ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


ბელარუს აქტივისტს, რომელიც 2020 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობდა, სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოპოზიციის მტკიცებით, კენჭისყრის შედეგები, რის საფიძველზეც ალექსანდრ ლუკაშენკო გამარჯვებულად გამოცხადდა, გაყალბებულია.

„ერთიანი სამოქოქალაქო პარტიის“ აქტივისტს, ანდრეი კუძიკს პატიმრობა „ზავოდსკი“ ოლქის სასამართლომ მიუსაჯა. მას ბრალად სამოქალაქო წესრიგის დამრღვევი საქმიანობა ედება. კუძიკი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

არჩევნების შედეგების გაპროტესტების გამო, კუძიკი მანამდე რამდენჯერმე დააკავეს და 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2021 წლის აგვისტოში ის კვლავ დააკავეს და 90 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, ხელისუფლებამ უარი თქვა მის გათავისუფლებაზე და სწორედ ამის შემდეგ წარუდგინა ბრალი სამოქალაქო წესრიგის დარღვევის მუხლით.

კუძიკი ერთ-ერთია იმ უამრავ ბელარუსს შორის, ვინც აქციებში მონაწილეობის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა.

საპრიოტესტო გამოსვლებისას, ბელარუსის უშიშროების ძალებმა, ათასობით მოქალაქე დააკავა. ხელისუფლებამ, ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი დააპატიმრა, ან იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა.

ბელარუსის ხელისუფლებამ, ასევე ასევე დახურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია საშუალება.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ, არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვების ცნობაზე უარი განაცხადა და სანქციების რამდენიმე რაუნდი აამოქმედა, როგორც თავად ლუკაშენკოს, ასევე მისი რეჟიმის წინააღმდეგ. სანქციების დაწესების მიზეზი არჩევნების გაყალბება და საპროტესტო აქციების პოლიციის მიერ ძალისმიერი დარბევა არის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG