ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 იანვრის საქმე - ბაიდენმა თეთრი სახლის ვიზიტორთა ჩანაწერების გამჟღავნების ბრძანება გასცა


ამერიკაში 2021 წლის 6 იანვრის საქმის გამოძიება გრძელდება. კანონმდებლების მოთხოვნა, რომ თეთრ სახლში ვიზიტორების სია კონგრესს გადასცემოდა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააკმაყოფილა. ბაიდენმა მისი წინამორბედის შეზღუდვა გააუქმა და გამომძიებლებს მისცა წვდომა თეთრი სახლის ჩანაწერებზე.

ჯო ბაიდენის ბრძანებით, ეროვნულმა არქივმა შესაბამისი ჩანაწერები კონგრესს მომდევნო 15 დღის განმავლობაში უნდა გადასცეს. ამავე ბრძანებაში პრეზიდენტი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „არ აქვს აღმასრულებელი პრივილეგია ამ კონკრეტულ შემთხვევაში“.

გამომძიებლებს აინტერესებთ იმ პირთა სრული სია, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, მანამ სანამ პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონს დატოვებდა.

ამ დრომდე ამერიკის ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადამინისტრაციას ინფორმაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ არ გაუვრცელებია, კომენტარი არ გაკეთებულა რესპუბლიკურ პარტიაშიც.

ჯო ბაიდენმა გასულ წელსაც უარყო დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ წარმომადგენელთა პალატისთვის არ გგაგდაეცათ თეთრი სახლის ზოგიერთი ჩანაწერი, რომელიც 6 იანვრის მოვლენებს უკავშირდებოდა.

2022 წლის 6 იანვარს, ერთ წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის ხელის შეშლა სცადეს. დაკავებულია ძალადობაში ეჭვმიტანილი 155 მოქალაქე, თუმცა რა მოხდა ერთი წლის წინ - გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG