ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა ქვეყანაში "ბი-ბი-სის" მაუწყებლობა აკრძალა


პარასკევს, ჩინეთმა თვის სატელევიზიო ქსელებში “ბი-ბი-სი მსოფლიო ახალი ამბები” აკრძალა, ჰონგ-კონგის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი თქვა, რომ “ბი-ბი-სის” რადიოს მსოფლიო სამსახურის ტრანსლირებას წყვეტს. ეს, ბრიტანეთის მიერ ჩინური სახელმწიფო ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებიდან, ერთი კვირის შემდეგ მოხდა.

ჩინეთის რადიოს და ტელევიზიის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის შესახებ “ბი-ბი-სის" სიუჟეტებმა, “სიმართლის და სამართლიანობის” მოთხოვნა “სერიოზულად დაარღვია”, ამით ჩინეთის ინტერესებს ზიანი მიაყენა და ეროვნულ ერთობას ძირი გამოუთხარა.

ჩინეთის უცხოელი კორესპონდენტების კლუბმა თქვა, რომ როგორც ჩანს, ჩინეთი ცდილობდა უცხოური მედია ეიძულებინა ჩინეთის მთავრობის ხაზს მიჰყოლოდა. იმავდროულად, ლონდონში ჩინეთის საელჩომ “ბი-ბი-სი” “დაჟინებულ სიყალბეში” დაადანაშაულა.

აკრძალვამდე, “ბი-ბი-სი” ჩინეთში შეთვაზებული სატელევიზიო პაკეტების ემეტესობაში ჩართული არ იყო, მაგრამ ზოგიერთ სასტუმროში და კერძო სახლში იყო ხელმისაწვდომი.

პეკინში სააგენტო “როიტერის” ორმა ჟურნალისტმა თქვა, რომ არხი გაქრა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა აკრძალვას “მედია თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა” უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG