ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კონგრესს კითხვები აქვს გენერალური პროკურორის კანდიდატთან


შეერთებული შტატების კონგრესმა დაიწყო გენერალური პროკურორის პოსტზე პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატის, უილიამ ბარის დამტკიცების პროცესი. ამ დროისთვის, სენატის იურიდიულ კომიტეტში ბარმა მოხსენება დაასრულა და კითხვა-პასუხის პროცედურა დაიწყო.

მოსმენა, სავარაუდოდ, ორი დღე გაგრძელდება. კონგრესის კანონმდებლების ნაწილს განსაკუთრებით აინტერესებს კანდიდატის შეხედულება პრეზიდენტის აღმასრულებელ ძალაუფლებასთან დაკავშირებით.

ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში არსებობს შიში, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა დახუროს ე.წ. რუსეთის გამოძიება, რომელსაც სპეციალური გამომძიებელი, რობერტ მალერი უძღვება. მალერი 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთის ხელისუფლებასთან სავარაუდო გარიგებას იძიებს. მას ვაშინგტონში მალერის გამოძიებასაც უწოდებენ.

68 წლის იურისტი, უილიამ ბარი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე უკვე მსახურობდა. ის ამერიკის პრეზიდენტის, უფროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში, 1991-93 წლებში ამერიკის რიგით 77-ე გენერალური პროკურორი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG