ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის გენერალურმა პროკურორმა პოსტი დატოვა


შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი გადადგა. განცხადება და წერილი გადადგომის შესახებ, თეთრ სახლს დღეს წარედგინა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რომ სეშენსის ადგილს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსი მეტ უიტეკერი დაიკავებს.

"უოლ-სტრიტ ჯორნალის" ინფორმაციით, სეშენსის მიერ პოსტის დატოვება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. პრეზიდენტი გენერალურ პროკურორს ბოლო წლის მანძილზე ხშირად აკრიტიკებდა, განსაკუთრებით - სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის მიერ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან ურთიერთობას იძიებს.

დემოკრატები, რომელთაც 6 ნოემბრის არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატაში კონტროლი მოიპოვეს, იმუქრებიან, რომ ტრამპის და მისი გარემოცვის თაობაზე ახალ გამოძიებებს დაიწყებენ. მათ შორის, საუბარია ტრამპის ბიზნეს-იმპერიაზე და გადაწყვეტილებებზე, რომელიც პრეზიდენტმა მართვის პირველი ორი წლის მანძილზე მიიღო. რესპუბლიკელების მიერ მართული კონგრესი ხშირად უარს ამბობდა ამ საკითხებზე სპეციალური მოსმენის გამართვაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG