რესპუბლიკელი კომგრესმენები გენერალური პროკურორის მოადგილის - როდ როზენსტინის იმპიჩმენტის პროცესს იწყებენ. კონგრესმენები მას 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების არ გაზიარებაში ადანაშაულებენ.
როზენსტაინი გამოძიებას მას შემდეგ ზედამხედველობს, რაც საქმეს, საკუთარი ნებით, ჩამოშორდა იუსტიციის მდივანი - ჯეფ სეშენსი. როზენსტაინმა საგანგებო გამომძიებლად “გამოძიების ფედერალური ბიუროს” ყოფილი დირექტორი რობერტ მალერი დანიშნა. მალერმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, რუსეთის საქმეზე, ბრალი 32 ადამიანს წაუყენა.
პრეზიდენტი ტრამპი და მისი მხარდამჭერები გამოძიებას “კუდიანებზე ნადირობას” უწოდებენ.
“იუსტიციის დეპარტამენტი აგრძელებს კონგრესისგან ინფორმაციის დამალვას და ამეტებს ძალაუფლებას”, ამბობს კონგრესმენი მარკ მედოუსი, რომელიც იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორია.
“იუსტიციის დეპარტამენტისგან ვერ ვიღებთ პასუხს კითხვებზე, რომლებიც ამერიკელ ხალხს აქვს. როზენსტაინის იმპიჩმენტის დრო დადგა”, ამბობს კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი.
იუსტიციის დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს.
Facebook Forum