ავღანეთის, პაკისტანის და შეერთებული შტატების ხელისუფლება თალიბებთან მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ, რათა როგორმე მიაღწიონ პოლიტიკურ გარიგებას ქვეყანაში მიმდინარე გაუთავებელი ომის შემდეგ.
პაკისტანსა და ავღანეთში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლი მარკ გროსმანი ამასთან დაკავშირებით, ისლამაბადში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჯავედ ლუდინს და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჯალილ აბას ჯილანის შეხვდა.
გასულ თვეს თალიბებმა შეწყვიტეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, იმ მიზეზით, რომ ამერიკელებმა არ შეასრულეს წინაპირობა ტყვეების განთავისუფლების შესახებ.
ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობები შარშან ნოემბერში ნატოს ავიაციის მიერ პაკისტანელი სამხედროების დაბომბვის შემდეგ დაიძაბა, როდესაც 24 ჯარისკაცი დაიღუპა.