ნატოს განცხადებით, წუხელ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში წუხელ განხორციელებული ღამის რეიდის დროს მოკლული იქნა თალიბების ერთ-ერთი ლიდერი. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტს არ ადასტურებს.
კოალიციის განცხადებით, რეიდის სამიზნე ლაღამის პროვინციაში თალიბების ლიდერი იყო, რომელიც ნატოს ინფორმაციით, ქაბულსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში ცოტა ხნის წინ განხორციელებული კოორდინირებული თავდასხმების ორგანიზატორი იყო.
ადგილობრივი მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ნატო ჯარებმა რეიდი არასწორ სახლზე მოაწყეს და ორი უდანაშაულო კაცი, მათ შორის, ერთი ქალაქის საბჭოს წევრი, მოკლეს.