ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი ფინანსურ დახმარებაზე მსჯელობს


შეერთებული შტატების სამხედროებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ბრძოლა ერთად უხდებოდათ. ისინი ერთად ცდილობდნე ავღანეთის ჯარისა და პოლიციის განვითარებას. პარალელურად, მილიარდი დოლარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე იხარჯება.

ავღანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ახალ ურთიერთ-თანამშრომლობის ხელშეკრულებაში ნათლად ჩანს, რომ ამერიკელი სამხედრეობი 2014 წლისათვის ქვეყნიდან მთლიანად არ გავლენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შემდეგი განაცხადა:

„ნატო და მისი პარტნიორები 2014 წლისათვის სულ ვერ და არ დატოვებენ ავღანეთს. ჩვენი მხარდაჭერა იქამდე გაგრძელდება სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ.“

დასავლეთი, ამჯერად, 2014 წლის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ფინანსურ დახმარებაზე მსჯელობს. ექსპერტების ვარაუდით, რაც არ უნდა იყოს, დახმარების თანხა იმაზე ნაკლები იქნება, რაც ამ წელს 100 მილიარდის ფარგლებში დაიხარჯა.

სამხრეთ აზიის საკითხების სპეციალისტი ლიზა კერტისი ჰერიტიჯის ფონდში მუშაობს:

„ზოგიერთი მიიჩნევს რომ 2-3 მილიარდი დოლარი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები დარწმუნდება რომ, ქვეყანაში 2001 წლის 11 სექტმებრის თავდასხმები აღარ განხორციელდება.“

შეერთებული შტატების წარმომადგენელმა დანა როჰრაბაცერმა მკაცრად გაკრიტიკა ავღანეთის ხელისუფლება, რომელსაც პრეზიდენტ კარზაის ბრძანებით მას სულ ახლახანს ქაბულში ჩასვლაც აეკრძალა:

„ყველაზე ცუდი ჩვენთვის ისაა რომ ბევრი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასევე ვაიძულებთ ადგილობივ საჯარისო ნაწილები ხელისუფლების ლეგიტიმურობა სცნონ, არადა, ამასობაში, ქაბულში ყარზაის მმართველობის კორუფციული რეჟიმი ძალას იკრებს.“

მიუხედავად ამისა შეერთებული შტატების სამხედრო პირებს გარკვეული რაოდენობის ამერიკული საჯარისო ნაწილების დარჩენა ავღანეთის ტერიტორიაზე 2014 წლის შემდეგაც მართებულად მიაჩნიათ.

სწორედ ამიტომ მოეწერა ხელი ურთიერთპარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც პაკისტანსა და თალიბებს ერთგვარ მესიჯს უგზავნის იმის თაობაზე რომ ამერიკელები რეგიონს უბრალოდ არ მიატოვებენი, ისე როგორც ეს 1990 წელს მოხდა, როცა საბჭოთა ჯარი ქყეყნიდან გამოვიდა:

„ვფიქრობ ეს შეთანხმება ამერიკელების სურვილს თალიბებთან სამშვიდობო ურთიერთობების დამყარების თაობაზე არ გამოხატავს. რა საკვირველია, გარკვეული ნაბიჯები თალიბების მიერ მისაღებია, თუმცა ამას შეერთებული შტატები მაინც არ ითვალისწინებს,-“ ამბობს ლიზა კერტისი.

2014 წლის შემდეგ ამერიკელი სამხედროები ავღანელ კოლეგებს სხვადასხვა სფეროში, კერძოდ საჰარეო და სადაზვერვო საკითხებში სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

XS
SM
MD
LG