ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული ბანკები კლიენტების ანგარიშებს იცავენ


ევროპული ბანკები კლიენტების ანგარიშებს იცავენ
ევროპული ბანკები კლიენტების ანგარიშებს იცავენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე სტრაუს კანი იმ ექსპერტთა შორისაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ევროპა რეალურ სიტუაციას სათანადოდ ვერ აფასებს.

პარიზში მხცოვრები 29 წლის ლუკას სულეჯ რანს ბანკომატიდან ფული ჩვეულებრივ გამოქონდა. მაგრამ ეს რამოდენიმე დღეა იგი თავის ბანკში „სოსიე დე ჟენერალში“ აღარ წასულა, რადგან ბანკს საბერძნეთის დავალიანებამ პრობლემები შეუქმნა.

„ჩემი ფული, „სოიე ე ჟენერალის“ ბანკში, ჩემს პირად ანგარიშზე დევს, მაგრამ ბანკის პრობლემების გამო, შეიძლება უკვალოდ გაქრეს,-“ აბობს პარიზის მკვიდრი სულეჯ რანი.

ექსპერტების თქმით, საბანკო დაზღვევა და მთავრობა ისეთი ევროპელი კლიენტების ანგარიშებს იცავენ, რომლებსაც გარკვეული დანაზოგი დღემდე შემორჩენილი აქვთ. მიუხედავად ამისა, ბანკის კლიენტების უმეტესობა შეშფოთებულია საბანკო სისტემაში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო.

ზოგიერთი ექსპერტი საბანკო კრიზისს, საფინასო ბაზრებზე, ბანკების მიერ დაკარგული ნდობის ფაქტორს მიაწერს. თუმცა, მეორე მოსაზრების თანახმად, ევროპის საბანკო სექტორში არასაკმარისი გამჭვირვალეობის გამო საფინანსო ბაზრების ნდობის ფაქტორს ასუსტებს:

"მათ არ იციან რომელ ბანკს რა ვალი აქვს; სწორედ ამიტომ ისინი მეტისმეტად ხელმომჭირნე გახდნენ ევროპული ბანკებისათვის ფულის გასესხების დროს -“ აღნიშნავს, ევროპული რეფორმის ცენტრის მთავარი ეკონომისტი სიმონ ტილფორდი.

ნდობის აღდგენის მიზნით, ცენტრალური ბანკები ევროპულ საბანკო სისტემაში დოლარის დამატებას აპირებენ.

ევროპაში, ამჟამად არსებული საბანკო კრიზისი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2008 წელს, ამერიკული საინვესტიციო ბანკის “ლიმან ბრადერსის” დაშლის მსგავსია. ესპერტთა თქმით შედეგები ორივე შემთხვევაში გლობალური ხასიათის მატარებელია.

სპეციალური საფინანსო ბაზრების მრჩეველი და ამავე დროს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალური მდივანი - ადრიან ბლუნდელ-ვინგალი ამბობს რომ შეერთებული შტატებმა, ამ სამის წლის წინ, დროულად მოახერხა საბანკო კრიზისიდან გამოსვლა. ექსპერტი პარალელს ასევე ევროპის დღევანდელ სიტუაციაზეც ავლებს:

“ყველაზე დიდი განსხვავება გამჭირვალობის საკითხში შეინიშნება. გამჭირვალობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ფინანსური ოპერაციების დროს, რაც ხალხს საშუალებას აძლევს იცოდეს, ვინ რას აკეთებს და როგორ,-” ამბობს ბლუნდელ-ვინგალი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე სტრაუს კანი იმ ექსპერტთა შორისაა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ევროპა რეალურ სიტუაციას სათანადოდ ვერ აფასებს.

საფრანგეთის ტელევიზიასთან საუბრის დროს, სტრაუს კანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამაც და ბანკებმაც უნდა გაიაზრონ, რომ საბერძნეთის პრობლემისა და ასევე ევროპაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მათ გარკვეულ ფინანსური დანაკარგი ექნებათ. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვონ, ისინი პირიქით, უფრო ამძიმებენ ვითარებას.

XS
SM
MD
LG