მსოფლიო სავალუტო ფონდი რეფორმებისთვის ემზადება.
ფონდის განცხადებით, გადაიხედება ორგანიზაციის მართველობის საკითხები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ჩინეთს უფრო დიდი გავლენა მიენიჭება.
ამ დრომდე გადაწყვეტილებების მიღების დროს წამყვანი როლი აშშ-ს, იაპონიასა და ევროპის სახელმწიფოთა შორის ნაწილდებოდა, ახალი რეფორმის წყალობით კი, ჩინეთი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორის დომენიკ სტრაუს კანის განცხადებით, ფონდის დირექტორთა საბჭო გაიზარდა და მას ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალია და რუსეთი დაემატა.
საბჭო 24 წევრისგან შედგება.