იტალიის სანაპიროსთან ჩაძირული ლაინერის მგზავრების სამაშველო ოპერაცია გრძელდება. უკანასკნელი ცნობებით, მაშველებმა კიდევ ორი მგზავრის გადარჩენა მოახერხეს. მეხანძრეებმა შეძლეს ერთერთ ჩაკეტილ კაიუტაში შეღწევა შეძლეს, საიდანაც მამაკაცი და ქალი გამოიყვანეს. სავარუდოდ ისინი კორეელი ცოლ-ქმარი არიან. პარასკევს ღამით, ჩრდილოეთ იტალიის სანაპიროსთან საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" სავარაუდოდ მეჩეჩს წამოედო და ჩაძირვა დაიწყო. ავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. გემზე ეკიპაჟის ჩათვლით 4000 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაკარგულად 40 ადამიანია ითვლება.