იტალიის მედიის ცნობით, პოლიციის მყვინთავებმა ჩაძირულ საკრუიზო ლაინერზე მყარი დისკი იპოვეს, რომელზეც გემის მოგზაურობის მონაცემებია ჩაწერილი. ასევე დღეს, კიდევ ერთი დაღუპული ქალის ცხედარი იპოვეს, რის შედეგადაც კატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. როგორც იტალიის მედია იუწყება, ნაპოვნმა დისკმა შესაძლოა ნათელი მოფინოს "კოსტა კონკორდიას" დაღუპვის დეტალებს. კერძოდ, თუ რა როლი მიუძღვის კაპიტან ფრანჩესკო სჩეტინოს ლაინერის ჩაძირვაში.
290-მეტრიან „კოსტა კონკორდიას“ 13 გემბანი, 13 ბარი, 5 რესტორანი, 4 საცურაო აუზი და 500 აივნიანი სასტუმრო ოთახი ქონდა. კატასტროფა გასულ პარასკევს მოხდა. 4 000 მგზავრით დატვირთული ხომალდი ნაპირიდან სულ რაღაც 300 მეტრის მანძილზე რიფს დაეჯახა და მისი დიდი ნაწილი წყალქვეშ მოექცა.