ჰოლანდიური სამაშველო კომპანიის განცხადებით იტალიიის ნაპირებთან ჩაძირული საკრუიზო ლაინერიდან საწვავის ამოტუმბვას რამდენიმე კვირა დაჭირდება.
ამ პროცესის დაწყებამდე ჩაძირული გემის დაზიანებული კორპუსის დეტალური დათვალიერება გახდება საჭირო.
„კოსტა კონკორდიას“ კატასტროფის ადგილას ამჟამად ძლიერი ღელვაა, რაც აფერხებს სამაშველო სამუშაოებს. ხომალდზე ორი მილიონი ტონა საწვავია, რომლის გადმოღვრაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
იტალიელი მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ გადარჩენილ მგზავრებს უზარმაზარ ლაინერზე, რომელიც იტალიის ნაპირებთან წყალქვეშა კლდეებს შეეჯახა.