ავსტალიის პოლიციამ მელბურნის ცენტრალურ პარკში აქცია “დაიკავე მელბურნის” სამი მონაწილე დააკავა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს კარვების აღება და მათი ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვეს.
პროტესტის მონაწილეები აქცია “დაიკავე უოლ სტრიტის” მიერ წამოწყებულ სამოქალაქო მოძრაობას ავსტრალიაში უკვე ორი კვირაა აგრძელებენ. ისინი კორპორაციების ფინანსურ პოლიტიკას გმობენ და ეკონომიკურ თანასწორობას მოითხოვენ.
ქალაქის მერია თანახმაა აქციის მონაწილეებმა პარკის ტერიტორიაზე გრძელვადიანი აქციები გამართონ. თუმცა, მათ კარვების გაშლა კატეგორიულად ეკრძალებათ.