ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში საპროტესტო აქციის ტერიტორია გაწმინდეს


ნიუ-იორკში საპროტესტო აქციის ტერიტორია გაწმინდეს
ნიუ-იორკში საპროტესტო აქციის ტერიტორია გაწმინდეს

აქციის მონაწილეთა უმეტესობამ ზუკოტის პარკი მშვიდობიანად დატოვა

ნიუ-იოკის პოლიციამ საპროტესტო აქციის „დაიკავე უოლ-სტრიტის“ 70 მონაწილე დაპატიმრა, მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს დაკავებული პარკის დატოვებაზე. დღეს დილით ჩაფხუტებით და ფარებით აღჭურვილმა პოლიციის ჯგუფმა ზუკოტის პარკში შეკრებილ დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ამის საფუძველი პარკის დასუფთავების საჭიროება გახდა. ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით, გრძელვადიანმა პროტესტმა პარკში, ჯანმრთელობისთვის საზიანო პირობები და ხანძრის საშიშროება შექმნა. პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა უმეტესობამ ზუკოტის პარკი მშვიდობიანად დატოვა. ქალაქის ხელმძღვანელობობის განცხადებით აქცის მონაწილეებს ზუკოტის პარკში დაბრუნება ტერიტორისს დასუფთავების შემდეგ შეეძლებათ. თუმცა, მათ კარვების და საძილე ტომრების მოტანის საშუალებას აღარ მისცემენ.

XS
SM
MD
LG