ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია აშშ-ში


„დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია აშშ-ში
„დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია აშშ-ში

„დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია ამ დღეებში თეთრი სახლის მიდამოებში მოეწყო. აქციას ორიათასამდე სამედიცინო პერსონალი შეუერთდა, მათ შორის უმრავლესობა მედდები იყვნენ.

მათი მოთხოვნაა გადასახადი დაწესდეს უოლ სტრიტის ნებისმიერ ტრანზაქციაზე, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემოსავლის წყაროს გააჩენს.

რადგან პრეზიდენტი ამ იდეის წინააღმდეგია, მათ გაფიცვა თეთრ სახლთან მოაწყვეს.

აქციის მონაწლეები განსაკუთრებული სიმკაცრით ობამას ფინანსთა მდივანს-ტიმოტი გეიტნერს შეუტიეს.

მომხმარებელთა უფლებების დამცველი რალფ ნეიდერი აცხადებს, რომ მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ მიმდინარეობას აქამდე არანაირი გავლენა არ მოუხდენია პოლიტიკოსებზე, თუმცა ნეიდერი ვარაუდობს, რომ ცოტა ხანში ეს რეალობა შეიცვლება. იგი დარწმუნებულია, რომ უმოკლეს დროში „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქციები პოლიტიკოსებს საკუთარ საარჩევნო უბნებსა და საცხოვრებელ სახელბამდე მიაკითხავს. რეაქციას, პოლიტიკოსების მხრიდან, ნეიდერი სწორედ ამ დროს ელის.

საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები ახლა პირობას დებენ, რომ ტრადიციულ ბიუროკრტიულ აპარატზე გავლენის მოსახდენად დაიწყებენ მუშაობას, აპარატისა, რომელიც მათი აზრით ცვლილებას ვერ ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. აქციის მონაწილეები ამის ნაცვლად, აქამდე ხალხამდე მესიჯის მიტანას ანიჭებდნენ უპირატესობას.

ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტი კარენ კონერი ამბობს, რომ „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქციები ამერიკაში უკვე ცვლის პოლიტიკური დისკურსის ტონს.

„ჩემთვის ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ წამყვანი ამერიკული გაზეთები „უოლ სტრიტის“ საპროტესტო აქციების მთავარ გზავნილებზე სტატიებს წერენ და ამ მოძრაობას, ზოგადად ჟრნალისტები ყურადღებას აქცევენ.“

ამ ფონზე, პოლიტიკური მიმომხილველები ფიქრობენ, რომ „დაიკავე უოლ სტრიტის“ წამყვანი მესიჯი ბოლო ორი წლის განმავლობაში „ჩაის სმის მოძრაობის“ მიერ გაჟღერებულ და ამ მოძრაობის პრიორიტეტულ თემებს ენაცვლება-ის რომ მთავრობის შეუზღუდავი მოქმედება და ჩარევა ყველა სექტორში მიუღებელია დღევანდელი ამერიკისთვის.

საზოგადოებრივი პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი ჯონ კავანა კი ფიქრობს, რომ „დაიკავე უტოლ სტრიტის“ წამყვანი მესიჯი დღევანდელი სახელმწიფოს გაუმართაობაა და მისი უუნარობა-ხალხის მოთხოვნებს უპასუხოს.

კავანას აზრით, „დაიკავე უოლ სტრიტი“ აქცენტს თავისი საპროტესტო გამოსვლებით სწორედ ქვეყნის უმრავლესობისთვის მიუღებელ სამთავრობო პოლიტიკაზე აკეთებს.

კავანა აქვე იშველიებს ერთერთი წამყვანი ამერიკული ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ამ ბანკის მომხმარებელი, სადებიტო ბარათების გამოყენებისას, დამატებით ხუთ დოლარს გადაიხდიდა. ამ ზომამ ისეთი რისხვა გამოიწვია საზოგადოებაში, რომ ბანკის მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში გააუქმეს.

და ბოლოს, „დაიკავე უოლ სტრიტის“ მონაწილეები ორგანიზებულობის და შეუპოვრობის პირობას დებენ.

ნიო-იორკელი მაიკლ ბერკსონის განცხადებით, ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობას დღეს უჭირს და მთავრობა დღეს ამ ხალხს უნდა ნიუ დაეხმაროს. დახმარების შესაძლებლობა აქვს უოლ სტრიტსაც. კორპორაციებზე ფინანსური გადასახადის დაწესება მოსახლეობას დაეხმარება, ინფრასტურქტურის განვითარებასაც გააუმჯობესებს და ამასთან, მსხვილი კორპორაციდბის სიხარბეს შეზღუდავს.

დემონსტრაციების ორგანიზატორები აცადებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო შტაბებსაც დაიკავებენ. მათ დიდი გეგმები აქვთ გაზაფხულისთვისაც. მიზანი კიდევ უფრო ამბიციურიაა: პოლიტიკოსებს, ხალხის მოთხოვნების გათვალისწინება და შესატყვისი მოქმედება აიძულონ.

XS
SM
MD
LG