ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა მერკელს ტელეფონით ესაუბრა


პრეზიდენტი ობამა მერკელს ტელეფონით ესაუბრა
პრეზიდენტი ობამა მერკელს ტელეფონით ესაუბრა

მერკელმა და სარკოზიმ ოთხშაბათს ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის სპეციალური წერილი გაუგზავნეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის თემა ევროპის ვალის კრიზისი და მისი გლობალურ ეკონომიკაზე ზეგავლენა იყო.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა და გერმანიის კანცლერი შეთანხმდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ევროზონის კრიზისს შეაჩერებს.

პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის ქვეყნების ლიდერებს ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა ევროზონა შექმნილი მდგომარეობიდან გამოვიდეს.

პრეზიდენტ ობამას ეს მიმართვა წინ უსწრებს სამიტს, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართავენ.

გერმანია და საფრანგეთი ერთიანი ძალებით ცდილობენ ევროზონა კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანონ და ევრო გადაარჩინონ.

მერკელმა და სარკოზიმ ოთხშაბათს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის სპეციალური წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ბიუჯეტის ლიმიტის დამრღვევი და ურჩი გადამხდელი სახელმწიფოებისთვის ავტომატური ჯარიმის დაწესება მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG