ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ახალ ფინანსურ პოლიტიკაზე თანხმდება


ევროკავშირი ახალ ფინანსურ პოლიტიკაზე თანხმდება
ევროკავშირი ახალ ფინანსურ პოლიტიკაზე თანხმდება

ევროკავშირი წევრი ქვეყნების საბიუჯეტო და ფინანსურ პოლიტიკას ზედამხედველობას გაუწევს.

ევროკავშირის წევრების უმრავლესობა პარასკევს ევროს მომავალთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკის შემუშავებაზე შეთანხმდა. ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად, ევროკავშირი წევრი ქვეყნების საბიუჯეტო და ფინანსურ პოლიტიკას ზედამხედველობას გაუწევს.

შეთანხმების პირობების ინიციატორი საფრანგეთი და გერმანია იყო. მოლაპარაკებები ევროკავშირის 17 წევრ სახელმწიფოს შორის დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ექსპერტების აზრით, შეთანხმების მიღწევა ევზორონის ქვეყნებს ინვესტორების ნდობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ევროკავშირის ქვეყნები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 260 მილიარდი დოლარის გამოყოფაზეც შეთანხმდნენ. ფონდმა ეს თანხა ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად საჭირო პროგრამების შემუშავებისთვის უნდა გამოიყენოს.

XS
SM
MD
LG