აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ გამოსვლაში განაცხადა, რომ ოთხშაბათს თეთრი სახლი უმასპინძლებს ბიზნეს ფორუმს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ლიდერები, რომლებიც ამერიკაში სამუშაო ადგილებს შექმნას უწყობენ ხელს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დანარჩენი ამერიკელი ბიზნეს ლიდერები მათ მაგალითს მიბაძავენ.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იგი ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ 2012 ეკონომიკა გააუმჯობესოს და უმუშევრობის მაჩვენებელი შეამციროს.
როგორც რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები აცხადებენ, ობამას ადმინისტრაციამ ეკონომიკის წინსვლისთვის საჭირო ზომები ვერ მიიღო.
ამ ფონზე, დეკემბრის უმუშევართა მაჩვენებელი 8 მთელი 5 პროცენტია და დეკემბერში 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.