27 ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერაქტების შედეგად. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რამდენიმე წუთის ინტერვალით ოთხი აფეთქება მოხდა ქალაქის სხვადასხვა რაიონში.
უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ეს ტერაქტები მთელი ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო სასწრაფოდ ჩავიდა დნეპროპეტროვსკში და პირადად ჩაუდგა სათავეში ამ საქმის გამოძიებას.
დნეპროპეტროვსკი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მშობლიური ქალაქია. ქალბატონი ტიმოშენკო სასჯელს იხდის უკრაინის ციხეში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. გადასახადების დამალვისთვის მას დამატებით 12 წლიანი პატიმრობაც ემუქრება.