ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება


უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დაადასტურა, რომ ოპოზიციის ლიდერს ტანზე სილურჯეები აღენიშნება.

გერმანელმა ექიმებმა იულია ტიმოშენკო გამოიკვლიეს და უკრაინის პრეზიდენტს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა მოსთხოვეს.

პარასკევს ბერლინის საავადმყოფოს დირექტორმა კარლ ეინჰეუპლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტიმოშენკოს ჯანმრთელობა სავალალოა და მას საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.

ექიმი ეინჰეუპლის განცხადებით, უკრაინაში არ მოიპოვება ის სათანადო სამედიცინო აპარატურა, რაც ამ ეტაპზე ტიმოშნეკოს მკურნალობას ესაჭიროება.

ტიმოშენკო გასული კვირიდან შიმშილობს, რადგან როგორც თავად ამბობს ციხის ბადრაგებმა სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დაადასტურა, რომ ოპოზიციის ლიდერს ტანზე სილურჯეები აღენიშნება.

XS
SM
MD
LG