ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს ქალიშვილი გერმანიაში იმყოფება


პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი გერმანიაში იმყოფება. ევგენია ტომოშენკო ცდილობს გაზარდოს წნეხი უკრნის მთავრობაზე, რათა სამედიცინო მკურნალობის ჩატარების უფლება მიეცეს მის მშობელს. ორშაბათს ის ბერლინში გერმნაიის იუსტიციის მინისტრს, საბინ ლუტესურ-შნარენბერგერს შეხვდა და დედამისის საქმეზე ესაუბრა. მათ ასევე განიხილეს უკრაინაში კანონის უზენაესობის საკითხი. უკვე ორი კვირა გავიდა, რაც მცველების მიერ მისი ცემის შემდეგ იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო. წელის არეში არსებული სამედიცინო პრობლემის გამო გერმანელმა ექიმმა მას მკურნალობა საზღვარგარეთ ურჩია, კერძოდ კი გერმანიაში, რაზეც უკრაინის მთავრობისგან უარი მიიღო. თუმცა იანუკოვიჩი დათანხმდა პატიმარს გერმანელი ექიმის მიერ მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს უკრაინის საავადმყოფოში.

XS
SM
MD
LG