უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ სამი კვირის შემდეგ შეწყვიტა შიმშილობის აქცია, როდესაც ის ციხიდან საავადმყოფოში წაიყვანეს.
დღეს ტიმოშენკო პოლიციელთა თანხლებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქრონიკული წელის ტკივილთან დაკავშირებით ჩაუტარებენ გამოკვლევას.
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც უარი განაცხადა იულია ტიმოშენკოს გერმანიაში სამკურნალოდ გაშვებაზე.
პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ უკრაინის ლიდერებს თხოვნით მიმართა გაეუქმებინათ ტიმოშენკოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ნიადაგზე წაყენებული ბრალდებები.