სტრასბურგში გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
ისინი ევროზონაში შექმნილი კრიზისის ფონზე ევროპის ცენტრალური ბანკის როლს განიხილავენ. საფრანგეთის ლიდერი ნიკოლა სარკოზი ცდილობს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დარწმუნებას, რათა ევრობანკის ცენტრალურ ბანკს მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს, რაც სესხის გაცემის სისწრაფეში იქნება გამოხატული.
ასევე დღევანდელ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი.