ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა ლიდერების გადაწყვეტილების მოლოდინშია


ევროპა ლიდერების გადაწყვეტილების მოლოდინშია
ევროპა ლიდერების გადაწყვეტილების მოლოდინშია

ევროპის ლიდერები ცდილობენ შეაჯერონ გეგმა, რომელმაც ევროპას ფინანსური კრიზისი უნდა აარიდოს თავიდან. ამის მიღწევას ისინი დღეს ბრიუსელში შეეცდებიან. ჯერჯერობით არ ხმაურდება რეფორმების პაკეტის დეტალები, რის შეჯერებასაც სამიტამდე ფინანასთა მინისტრებიც ცდილობენ. ამდენად ანალიტიკოსებს კვლავ ბევრი კითხვა აქვთ ევროპის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა სავარაუდოდ ევროპის ლიდერთა გეგმა ითვალისწინებს ბანკებისთვის თხოვნას, რათა მათ საბერძნეთს მილიარდობით დავალიანება აპატიონ და მკვეთრად გაზარდონ ნაღდი ფულის რეზერვები. ამავდროულად გეგმის თანახმად დახმარება უნდა გაეწიოთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც კრიზისის ზღვარზე დგანან.

XS
SM
MD
LG