ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, მკაცრი შეფასება მისცა საფრანგეთსა და ევროპაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და სავარაუდო ალტერნატივას ევროზონის გაქრობის შესახებ. ევროპელი ლიდერები, ევროს გამყარებისა და კრიზისის თავიდან აცილების მიზნით ერთგვარ წნეხში იმყოფებიან.
სამრეწველო ქალაქ ტულონში გამოსვლისას, ბატონმა სარკოზიმ განაცხადა:
„ევროს ვალუტის გაქრობა დრამატული აისახება ჩვენს ქვეყანაზე. ეს საფრანგეთის ვალსაც გააორმაგებს და ყველაფრის პარალიზებას მოახდენს. ფრანგები გაღატაკდებიან.“
ევროპის ორი უდიდესი და გავლენიანი ქვეყანა - საფრანგეთი და გერმანია ევროს გადასარჩენად ოპტიმალური გზების გამოსანახად ძალისხმევას არ იშურებს. სწორედ ამ თემას განიხილავენ მომავალ კვირას გამართულ ევროკავშირის სამიტზე.
„ევროპას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ფისკალური დისციპლინის დამყარებაცაა საჭირო,-“ აღნიშნა სარკოზიმ. მან ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ლისაბონის ხელშეკრულების ფორმირების მიზნით მეტი ინტეგრაციისაკენ მოუწოდა.
მიუხედავად ამისა, ბატონი სარკოზი ბევრი დეტალის გახმაურებისაგან თავს იკავებს. ამის საფუძველს კი ექსპერტების თქმით, ევროზონის გადარჩენის შესახებ საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა წარმოადგენს.
თავის მხრივ გერმანიაც, საფრანგეთის მსგავსად, ფისკალური დისციპლინის დამყარების მომხრეა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ეროვნული ბიუჯეტის დაწუნების საკითხში უპირატესობას ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანლეობას ანიჭებს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპის მომავალს თავისებური შეფასება მისცა და სანამ ევროპის ლიდერები ევროზონის გადასარჩენად კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ექსპერტი პაოლა სუბაჩი ლონდონის ჩატამ ჰაუსიდან შემდეგს აცხადებს:
„ისინი გარკვეულ კონსესუსამდე მივლენ, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება განსახორციებელი გეგმის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ნდობის ფაქტორზე.. ამასობაში კი დრო მიდის და შეიძლება დაგვაგვიანდეს კიდეც.“
მაგრამ ვიდრე ბატონი სარკოზი ევროს გადარჩენისათვის აქტიურად ფიქრობს, მოსაზრებას ევროზონის გაქრობის თაობაზე განხორციელება არ უწერია.