ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ახალი ბრძანება


პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ჯორჯიის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს გაესაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამიერიდან ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს განათლების შეღავათების გაყალბებისა და უკანონობისგან დაიცავს. პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი პარასკევს მას შემდეგ მოაწერა, რაც მეუღლესთან ერთად ჯორჯიის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს გაესაუბრა.
ობამას თქმით, ქვეყნის ზოგიერთი კოლეჯი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა სასწავლო შეღავათებთან დაკავშირებით, გაყალბებასა და თაღლითობაშია შემჩნეული. ამიტომაც ამიერიდან ახალი ბრძანებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების განათლების შეღავათებს საიმედოდ დაიცავენ.

XS
SM
MD
LG