პრეზიდენტი ობამა სუდანსა და სამხრეთ სუდანს მოუწოდებს სასწრაფოდ სამშვიდობო მოლაპრაკებები დაიწყონ, რათა ომის თავიდან აცილება მოხდეს.
თავის ვიდეო მიმართვაში ობამამ ტავშეკავებისკენ მოუწოდა სუდანელებს რათა დაპირისპირება კონფლიქტში არ გადაიზარდოს. "თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო"-აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა ერთკვირიან დაპირისპირებას სუდანსა და სამხრეთ სუდანის სახელმწიფოებს შორის, რომელიც ჰეგლიგის რაიონში ნავთობის საბადოებს ეხება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შარშან ივლისში დაიძაბა. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ორ ნაწილად გახლეჩვას წინ უძღოდა 21 წლიანი სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც 2 მილიონი ადამიანი დაიღუპა.