ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ბირთვული უსაფრთხოების შესახებ


სეულში, 2012 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ბირთვული იარაღის უსაფრთხოება და ბირთვული ტერორიზმის პრევენცია გლობალური უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევაა. სამიტზე ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პლუტონიუმის მცირედი რაოდენობაც კი ასობით ათას ადამიანს განადგურებით, მსოფლიოს კი კრიზისის დაწყებით ემუქრება.

სეულის ფორუმზე მსოფლიოს 54 ქვეყნის ლიდერი და ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩავიდა.

სამიტის მონაწილეებმა განიხილეს ბირთვული მასალების დაცულობა და გზები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მასალებზე ტერორისტების ხელმისაწდომობის თავიდან აცილება. როგორც ობამამ დასძინა, დღესდღეობით საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტად გაართულა ტერორისტების მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება, რაც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს ხდის.

ამერიკის ლიდერის მონაცემებით, ვითარდება საერთაშორისო დონის არქიტექტურა, რაც ბირთვულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „თუმცა ილუზია არავის უნდა გაუჩნდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული მასალის დიდი რაოდენობა ხელმისაწვდომია და მათზე არ ხორციელდება ადეკვატური ზედამხედველობა.“ თქვა ობამამ.

თეთრი სახლის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ მასობრივი ბირთვული არსენალი ცივი ომის შემდეგ არსებობს და ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის საფრთხეებს თანამედროვე მსოფლიოში.

ბარაკ ობამას განცხადებით, შესაძლებელია ამერიკისა და მისი მოკავშრეები დაცვა აღნიშული საფრთხეებისგან ბირთვული არსენალის შემდგომი შემცირების გზით. თეთრი სახლი აცხადებს, რომ გააგრძელებს კონსულტაციებს რუსეთთან და მოახდენს ბირთვული მასალების თანმიმდევრულ შემცირებას.

და ბოლოს, პროგრესი არსებობს კიდევ ერთი მიმართულებით, რომელიც ბირთვული იარაღის გავრცლების წინააღმდეგ შესატყვისი გლობალური არქიტექტურის განვითარებაში მდგომარეობს.

„ჩემი ხელისუფლების სთავეში მოსვლსთანავე, ბირთვული გაუვრცელებლობის დარგში არსებული შეთანხმება საფრთის ქვეშ დადგა.“ თქვა ობამამ. „ბოლო სამი წელი ჩვენ გავაძლიერეთ გლობალური პარტნორობა, რომელიც ბირთვული იარაღის გარცელებას უხდენს პრევენციას. და ამით ჩვენ არაგამავრცელებლობის ხელშეკრულების მთავარი პრინციპები დავიცავით, რაც შემდეგში მდგომარეობს: ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკისა და რუსეთის მსგავსად, ბირთვლი იარაღი გააჩნიათ, განიარაღებას დაიწყებენ, ის სახელმწფოები რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვთ, მათ მოპოვებას არ შეეცდებიან, და ყველა სხვას კი ექნება უფლება აწარმოოს მშვიდობიანი ბირთვული ენერგია.“

XS
SM
MD
LG