ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი კოლუმბიაში გაემგზავრება


პარასკევს ამერიკის პრეზიდენტი ამერიკული სახელმწფოების სამიტზე დასასწრებად კოლუმბიაში გაემგზავრება. ამერიკული სახელმწიფოების მეთაურთა უმაღლესი დონის რიგით მეექვსე შეხვედრას კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი უმასპინძლებს. დღის წესრიგის უმთავრესი საკითხები ქალაქ კართახენაში განვითარება, ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონალური უსაფრთხოება, სიღარიბის შემცირება და უთანასწორობის აღმოფხვრა იქნება.

ამერიკელი ლიდერი ამ რეგიონში მიღწეული პროგრესით ამაყობს. 2011 წელს, ბრაზილიაში, ჩილესა და ელ სალვადორში სტუმრობისას, ობამამ ამერიკის ორმხრივი ვაჭრობისა და ინვეტიციების ზრდის საკითხები განიხილა, ეს ქვეყნები დემოკრატიული და სოციალური პორგრესის გატარებისთვის შეაქო და და მხარეებს მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა ტრანსნაციონალური კრიმინალური კარტელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG