პაკისტანის განცხადებით, დროა ბრალდებებს თავი დავანებოთ და მეზობელ ავღანეთთან ურთიერთანამშრომლობის სფეროში კონსტრუქციული ნაბიჯები გადავდგათ. ამ განცხადების საფუძველს ავღანეთის ხელისფლების მხრიდან, პაკისტანში მყოფი აჯანყებულების მიერ მოწყობილი მასობრივი თავდასხმის ბრალდება წარმოადგენდა.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პაკისტანი ქაბულში შიიტი მუსლიმების თავდასხმაში დაადანაშაულა, რომლის დროსაც 55 ადამიანი დაიღუპა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის - აბდულ ბასიტის განცხადებით, ამ საკითხში პაკისტანის დადანაშაულება უსაფუძვლოა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროში პრობლემებს ქმნის. ისლამაბდი ყოველგვარი თავისუფალი, ჯანსაღი ურთიერთობების მომხრეა.