როგორც პაკისტანის უშიშროების ოფიციალური ძალები აცხადებენ, ქვეყნის ჩრილო-დასავლეთ რეგიონში, ავღანეთის საზღვართან ნაღმის აფეთქების შედეგად ორი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
დღეს ჩრდილოეთ ვაზირისტანის ქალაქ მირან შაჰის გარეუბანში დისტანციური მართვის ნაღმმა სამხედრო ბადრაგის მანქანა ააფეთქა.
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე არავის უკისრია.
ამ ფონზე ხიბერის რეგიონში დასახლებული ტომის უხუცესის სახლში ხელნაკეთი ნაღმის აფეთქებამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
შეგახსენებთ რომ ხიბერზე გადიოდა ნატოს ძალების სახმელეთო მომარაგების მაგისტრალი, თუმცა პაკსიტანმა ხიბერის რეგიონის გავლით ნატოს ძალებისთვის მომარაგების მიწოდება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ნოემბერში ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად პაკისტანის სასაზღვრო პოსტზე 25 ჯარისკაცი დაიღუპა.
ამ ფონზე, უშიშროების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორაკზაის რეგიონში სამხედრო ვეტმფრენის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას და დაბომბეს სამხედრო მემაბოხეების თავშესაფარი ადგილი. იერიშის დროს დაიღუპა 10 მეამბოხე.