მექსიკის ქალაქ იგუალაში, რომელიც ქალაქ აკაპულკოსა და დედაქალაქ მეხიკოს შორის მდებარეობს რიხტერის შკალით ექვსბალნახევრიანი მიწისიძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას მასობრივი ნგრევა არ მოყოლია, ორი ადამიანი შენობის დანგრევის შედეგად გარდაიცვალა.
მიწისძვრით გამოწვეული რყევები მექსიკის დედაქალაქის მაცხოვრებლებმაც იგრძნეს. თვითმხილველთა გადმოცემით, ბიძგებით შეშინებული ხალხი ქუჩაში გამოცვივდა .
მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოს დედაქალაქიდან 65 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი მიწისძვრა მეხიკოში 1985 წელსაც მოხდა. მაშინ რვაბალიანმა მიწისძვრამ მეხიკოში ნგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც 10, 000 ადამიანი დაიღუპა.