მექსიკის პრეზიდენტი ფილიპე კალდერონი მოსახლეობას ნარკოტიკების წინააღმდეგ მთავრობის ბრძოლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
გუშინ, სახელმწიფო ტელევიზიით წარმოთქმულ სიტყვაში, კალდერონმა ნარკო კარტელებთან ბრძოლას “საუკუნის ბრძოლა უწოდა” და დასძინა, რომ ამ ომში “ერთიანი ძალებით მექსიკა გაიმარჯვებს”.
მექსიკის პრეზიდნეტმა მექსიკაში ნარკო დანაშაულების მომრავლების მიზეზად, ამერიკაში ნარკო მომხმარებელთა მომრავლება დაასახელა. ექსპერები ამბობენ, რომ მექსიკაში წარმოებული კოკაინის 90 პროცენტი ამერიკაში გადადის.