<!-- IMAGE -->
შეერთებულ შტატებში ტრეფიკინგი უკვე გახმაურებული პრობლემაა. ამერიკელი ადვოკატები და სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მონობა აღარ არის მხოლოდ უცხო ქვეყნების პრობლემა. მან ამერიკაშიც შეაღწია.
შეერთებული შტატების თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ადვოკატები უკვე საუბრობენ ადამიანთა ვაჭრობის და მონობის პრობლემის შესახებ. ბრედლი მაილსი პოლარისის პროექტს წარმოადგენს. ადვოკატები და სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მონობა აღარ არის მხოლოდ უცხო ქვეყნების პრობლემა. მან ამერიკაშიც შეაღწია. ფედერალური ბიუროს მონაცემებით მამაკაცები და ქალები უკვე ამერიკის ყველა დიდ ქალაქში არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი. მათი ნაწილი იძულებით სამუშაოს ასრულებს, უმრავლესობა კი სექს ინდუსტრიაშია ჩაბმული.
შეერთებული შტატების თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ადვოკატები უკვე საუბრობენ ადამიანთა ვაჭრობის და მონობის პრობლემის შესახებ. ბრედლი მაილსი პოლარისის პროექტს წარმოადგენს.
„ადამიანებით ვაჭრობა შეერთებულ შტატებში უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა“
პოლარისის პროექტი - ეს ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციაა. ბრედლი მაილსის თქმით, ტრეფიკინგის ზოგიერთი მსხვერპლი იძულებით არის დასაქმებული მდიდარ ოჯახებში, ასევე სხვადასხვა რესტორნებში.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმეტესობა კი, ძირითადად ქალები იძულებით არიან ჩაბმული პროსტიტუციაში.
„ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ეს ხდება. ეს ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი და არა ვინმესგან გაგებული. ჩვენ ამ ადგილებში თავად ვიყავით. ჩვენ ამ ქალებთან ვმუშაობთ.“
აცხადებს მაილსი.
პოლარისის პროექტს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ცხელი ხაზიც აქვს გახსნილი. აქ შეერთებული შტატების ყველა წერტილიდან რეკავენ.
„ჩვენ გვირეკავენ ტეხასიდან, კალიფორნიიდან, ნიუ-იორკიდან, ფლორიდიდან და ვაშინგტონიდანაც კი. ეს არის ის დიდ ხუთი ქალაქი საიდანაც, ჩვენ მუდამ ვღებულობთ ცნობებს.“
ამბობს მაილსი.
საადვოკატო ჯგუფმა „უდანაშაულონი რისკის ქვეშ“ ამ თემაზე ვიდეოფილმიც გადაიღო.
დებორა ზიგმუნდი ამბობს:
„მათ სურთ ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ ამერიკაში ჩამოსვლა და კარგი სამუშაოს შოვნა. ეს არის ყველაზე ადვილი მეთოდი მათ მოსატყუებლად“
ადვოკატები ამბობენ, რომ ზოგიერთი მსხვერპლი იძულებლია ბორდელებში იმუშავონ, რომლებსაც პირობითად მასაჟის სალონები ეწოდება. ტიმ უითმანი ტრეფიკინგის საკითხებში, გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტია.
„უცხო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე მექსიკა დგას. ჩვენთან არსებული შემთხვევების 20%-ზე მეტი სწორედ მექსიკიდან ხდება“
ამ პრობლემისგან არც დედაქალაქია დაზღვეული. პოლარისის პროექტმა ვაშინგტონში სექსტრეფიკინგის ამერიკელი მოქალაქეებიც კი აღმოაჩინა, ასევე სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან და ლათინური ამერიკიდან.
თუკი ზოგიერთი ბორდელის კლიენტურა საშუალო ფენის ადამიანები არიან, ბევრ მათგანს მხოლოდ ვიწრო კლიენტურა ყავს, რადგან ამ გზით სამართალდამცავებისგან თავი დაიცვან.
„თუკი პიროვნება მოტყუბით არის ჩამოყვანილი შეერთებულ შტატებში, მაგალითად სამხრეთ კორეიდან, ის სამუშაოდ იმ ბორდელშია განაწილებული, რომელიც კორეელებით დასახლებულ რაიონში მდებარეობს“
ადამიანით ვაჭრობის და ტრეფიკინგის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის 83 პროცენტს სექსტრეფიკინგი წარმოადგენს. დანარჩენი შემთხვევები კი სახლებში იძულებით შრომას განეკუთვნება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, გამტაცებლები ხშირად ემუქრებიან თავიანნთ მსხვერპლს და მათ მიერ აღებული ვალების დაფარვას თითქმის შეუძლებელს ხდიან.
„ძირითადად, ეს არის საფრთხე მათი ოჯახების წინააღმდეგ, ვინც სამშობლოში დარჩა და ასევე ამ პიროვნენბას აყენებენ გამოუვალ მდგომარეობაში, რათა იძულებული გახდეს იმუშავოს შეერთებულ შტატებში.ასევე საფრთხეა, რომ თუკი შენ სამუშაოს დატოვებ, საიმიგრაციო წესების დარღვევის საბაბით დაგიჭერენ და ციხეში ჩაგსვამენ. “
თუმცა გამოსავალი არსებობს. ზოგჯერ, ტრეფიკინგის მსხვერპლს შესაძლოა სპეციალური ვიზაც კი გადაეცეს, რომლითაც ის შეერთებულ შტატებში დარჩენას შეძლებს. ამ დროის განმავლობაში მათ შეუძლიათ მუდმივ საცხოვრებლის უფლებაზეც შეიტანონ განაცხადი. თუმცა ენის უცოდინრობა და სამართლებრივი სისტემის შიში ის პრობლემებია, რაც ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის მუდამ რთული გადასალახია.