ლევონ ტერ-პეტროსიანი, სომხეთისპირველი პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ეროვნული ინტერესების“ გამო ფაშინიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
ტერ-პეტროსიანს მიაჩნია, რომ პრემიერი თავად უნდა გადადგეს, პარლამენტმა „იმუნიტეტის ლეგალური გარანტიები“ უნდა გასცეს და ამის შემდეგ ქვეყანა დატოვოს, დროებით მაინც.
სტატიაში, რომელიც 76 წლის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა, ის ამბობს, რომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არაპარტიული ადამიანი უნდა გახდეს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაუწევს ორგანიზებას.
ფაშინიანი ამ დრომდე უარს აცხადებს გადადგომაზე, თუმცა მიანიშნა იმაზე, რომ გარკვეული პირობებით, თანახმაა ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს.
ტერ-პეტროსიანი, რომელიც თავადაც დაადანაშულეს არჩევნების გაყალბებაში, ახლა აცხადებს, რომ ფაშინიანი და მისი გუნდი ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას შეეცდება.
„ისინი ცხდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, დამამცირებელ დამარცხებაზე. ისინი ხელმძღვანელობენ არა სახელმწიფოს ინტერესებით, არამედ მხოლოდ აშკარა აკვიატებით, რომ ნებისმიერ ფასად თავიანთი ძალაუფლება შეინარჩუნონ“ - აცხადებს ტერ-პეტროსიანი.
Facebook Forum