სომხეთი თურქეთს ფრენების შეწყვეტასა და გადაუდებელი დახმარების დაყოვნებაში ადანაშაულებს. ერევანი ანკარას რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების კრიზისის შექმნაშიც სდებს ბრალს.
აზერბაიჯანი და სომხეთი კი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საომარი მოქმედებები დროებით შეწყდებოდა, რათა მათ ტყვეები და მიცვალებულები გაეცვალათ. თუმცა, შეთანხმება დიდხანს არ გაგრძელებულა.
შეტაკებების ეს ბოლო სერია, 1990 წლებიდან მოყოლებული, ყველაზე სისხლიანი და მომაკვდინებელი აღმოჩნდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების ისტორიაში. 90-იან წლებში ყარაბაღის კონფლიქტს 30,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, "ტვიტერზე" დაწერა, რომ თუ სომხეთი არ გაათავისუფლებს მიტაცებულ ტერიტორიებს, მაშინ "ახალი მსხვერპლი და ახალი სისხლისღვრა იქნება".
განცხადება გააკეთა სომხეთის მხარემაც. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა, შუშან სტეფანიანმა, აზერბაიჯანის მხარეს ბრალი დასდო საარტილერიო ცეცხლის გახსნაში ჩრდილოეთისა და სახმრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. თუმცა, სმაინისტროს წარმომადგენელმა დაამატა, რომ ისინი შესაბამის ზომებს იღებენ შეტაკებების საპასუხოდ.
Facebook Forum