ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანი: პრემიერი ფაშინიანი სამხედროების მოთხოვნას პუტჩის მცდელობად აფასებს


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი გადადგომის შესახებ არმიის მოთხოვნა, პუტჩის მცდელობა იყო.

ერევანში გამართულ აქციაზე მხურვალე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ათასობით მხარდამჭერს უთხრა: “რაც ახლა ხდება, სამხედრო პუტჩის მცდელობად ვაფასებ”.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ საჯარო განცხადებაში, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს. ეს მოთხოვნა, ფაშინიანის მიერ გასულ კვირაში უფროსის მოადგილის დათხოვნას მოჰყვა.

სამხედროების განცხადებაში ნათქვამია: “ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკის არაეფექტურმა მენეჯმენტმა და სერიოზულმა შეცდომებმა, ქვეყანა ჩამოშლის პირას მიიყვანა.”

შეერთებულმა შტატებმა სომეხი სამხედროები გააფრთხილა და ასევე ორივე მხარეს მოუწოდა, რომ ძალადობისგან თავი შეიკავონ.

25 თებერვალს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა განაცხადა: “ყველა მხარეს შევახსენებთ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპს, სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები საშინაო პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG