ოფიციალურმა ბაქომ და ერევანმა, რუსი სამშვიდობოების ჩართულობით, ტყვეების გაცვლა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ, აზერბაიჯანში შექმნილი სახელმწიფო კომისია ავრცელებს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეებზე მუშაობს.
კომისიის თქმით, ტვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსული სამშვიდობო ძალების სარდლობის მონაწილეობით მოხერხდა.
ერევანში კი გაცვლილ ტყვეთა პირველი ნაკადის ჩასვლას ელოდებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა განაცხადა,
ამ ფონზე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. სახალხო დამცევლი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტყვეპობაში რეგიონიდან 60 სამხედრო მოსამსახურეა. ბეგლარიანი აცხადებს, რომ ტყვეების შესახებ, ბაქო ზუსტ მონაცემებს არ ავრცელებს.
Facebook Forum