ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება, მოსახლეობის ნაწილი ფაშინიანის გადადგომას ითხოვს


სომხეთში პოლიტიკური სიტუაცია მწვავდება, მოსახლეობის ნაწილი კანცელარიაში შეიჭრა და პრემიერ ფაშინიანის გადაგომა მოითხოვა.

პირველ მარტს, მთავრობის კანცელარიაში შესული ადამიანების ჯგუფი პრემიერს აფრთხილდება, რომ მისთვის სომხეთში არ არსებობს ადგილი, სადაც ის ხალხს დაემალება.

ვინმეს დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნა და ხალხში უკმაყოფილება ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დაპირისპირების შემდეგ გაჩნდა. ოპოზიციამ მას შემდეგ მოითხოვა მოქმედი პრემიერის გადადგომა, რაც 6-კვირიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, რუსეთის ჩარევით, სამშვიდობო მოლაპრაკებას მოაწერეა ხელი. შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის ნაწილზე კონტროლი 30 წლის შემდეგ, კვლვავ აზერბაიჯანს დაუბრუნდა. სომხების ნაწილი კი ამ შეთანხმებას სამარცხვინო დამარცხებად აღიქვა.

გასულ კვირას სიტუაცია გამწვავდა. ფაშინიანმა გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ტირან ხაჩატრიანი, მისი კრიტიკული გამოსვლების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლა და ამით სამხედროების გაღიზიანება გამოიწვია.

პრემიერის საპასუხოდ, რამდენიმე მაღალი თანამდებობის სამხედრო ოფიცერმა ფაშინიანის გადადგომა ერთობლივი წერილით მოითხოვა. პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მზადდებოდა და თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. შედეგად, სომხეთის დედაქალაქში ორ მთავარ მოედანზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქცია მიმდინარეობდა.

დღესვე, ორივე მხარე კიდევ ერთ საპროტესტო მსველობას გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG