ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არგენტინის ლიბერტარიანელი არჩეული პრეზიდენტი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას


არგენტინის ლიბერტარიანელმა არჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ მჭიდროდ დაპირისპირებული არჩევნებშ გაიმარჯვა. მიმხომხილველები ამბობენ, რომ მთავარი სირთულე, რომელიც ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება იქნება, ახლა იწყება.

არგენტინაში ინფლაცია 143%-ს აღწევს, ათიდან 4 არგენტინელი სიღატაკეში ცხოვრობს, ამასთან მოსალოდნელია პესოს მკვეთრი დევალვაცია.

მილეი ამომრჩეველს ეკონომიკურ შოკურ თერაპიას დაჰპირდა, როგორიცაა ცენტრალური ბანკის დახურვა და დოლარიზაცია.

კვირას გამართულ არჩევნების მეორე ტურში, არგენტინელმა ლიბერტარიანელმა, არჩევნები ხმათა 56%-ით მოიგო. პრეზიდენტის თანამდებობას, ოფიციალურად, 10 დეკემბერს დაიკავებს. მიმომხილველები ამბობენ, რომ ახლა ქვეყანა მეათე სუვერენული ვალის დეფოლტის, სიღარიბის მატებისა და შესაძლო სოციალური არეულების წინაშე დგას.

ეკონომისტები ამბობენ, რომ არგენტინამ, რომელიც მდიდარია მარცვლეულით, ფიქალის გაზით და ლითიუმით, მომავალ წელს შეიძლება გარკვეული ეკეონომიკური ზრდა იხილოს, რადგან გაუმჯობესებული წვიმები ხელს უწყობს მოსავალს, ახალი გაზსადენი ამცირებს დამოკიდებულებას ძვირადღირებულ იმპორტზე და იზრდება ელექტრომობილების ბატარეებისთვის საჭირო ლითიუმზე მოთხოვნა.

თუმცა, მანამდე, არგენტინის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები, 2006 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონეს უახლოვდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამას ხელი შეუწყო გვალვამ, რამაც გავლენა იქონია ქვეყნის ძირითადი კულტურების - სოიოს, სიმინდის და ხორბლის ექსპორტზე.

XS
SM
MD
LG