ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ქალს "ისლამური სახელმწიფოს" დახმარებისთვის პატიმრობა შეუფარდეს


ამერიკის მოქალაქე, 35 წლის სამანტა ელჰასანი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთვის" დახმარებისა და ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მას, ასევე, ბრალად ედება ტერორისტული საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა, რაშიც დამნაშავედ გასულ წელს სცნეს. ქალს 6,5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ელჰასანი, რომელიც წარმოშობით ინდიანის შტატიდანაა, თავის 4 შვილთან ერთად სირიაში ქმართან ჩავიდა. მისი ქმარი და მაზლი, ტერორისტული დაჯგუფების წევრები იყვნენ. ამ ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანებაში კი ძმებს სწორედ სამანტა ელჰასანი დაეხმარა.

ქალი ამერიკის მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა 2018 წელს დააკავეს, შემდეგ კი ამერიკაში დააბრუნეს შვილებთან ერთად.

სასამართლოზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ქალმა თავისი ქმრისა და მაზლის ტერორისტულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად 30,000 დოლარი და გარკვეული რაოდენობის ოქრო გაიღო. ფულისა და ოქროს შესანახად მან ჰონგ-კონგი გამოიყენა. ჰონგ-კონგიდან ოჯახი თურქეთში, შემდეგ კი სირიაში ჩავიდა. ეს 2015 წლის ივნისში მოხდა.

ქალი ამტკიცებდა, რომ ქმარმა ის მოტყუებით ჩაიყვანა სირიაში, თითქოს ოჯახური დასვენებისთვის. თუმცა, გამოძიებას ამ ვერსიის არ სჯერა და ქალი დამნაშავედაა ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG