ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს, ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ყაიდას“ მაღალი წოდების მქონე წევრის სიკვდილს ავღანეთში. ამერიკაში ამას, განიხილავენ, როგორც დაჯგუფების მნიშვნელოვან უკან დახევას.
ანონიმურმა წყარომ, დაადასტურა, რომ მოკლულია ალ-ყაიდას წევრი აბუ მუჰსინ ალ-მასრი. წყაროს თქმით, ავღანეთის მთავრობამ, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები ეხმარებოდა, ღაზნის პროვინციაში გაანეიტრალა ტერორისტი. მოგვიანებით, იგივე ინფორმაცია დაადასტურა თეთრმა სახლმაც.
ამერიკის ოფიციალური პირებისგან კომენტარების გაკეთებამდე, ინფორმაცია „ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატმა“ (NDS) გაავრცელა. მათ ტვიტერზე დაწერეს, რომ ალ-მასრი გაანეიტრალეს და ის მოიხსენეს, როგორც ალ-ყაიდასთან ასოცირებული დაჯგუფების, ალ-ყაიდა ინდოეთის ქვეკონტინენტის (AQIS), რანგით მეორე პირი.
„ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ-მასრი ძალიან ახლოს იყო ალ-ყაიდას ლიდერ აიმან ალ-ზაუაჰირისთან და რომ ის ავღანეთში თალიბანის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.
ავღანეთის მხრიდან, ტვიტერზე ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სააგენტო „როიტერთან“ კომენტარი გააკეთა „ კონტრეტორიზმის, ამერიკის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა, კრისტოფერ მილერმა. მან ალ-მასრის განეიტრალებას, ალ-ყაიდასთვის „მნიშვნელოვანი უკან დახევა“ უწოდა. თუმცა, მილერს, სხვა დამატებითი იფორმაციაზე, ოპერაციასთან დაკავშირებით, არ უსაუბრია.
ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ ალ-მასრის სიკვდილი, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი და დიდი ამბავი, როგორც ეს, ზოგიერთმა წარმოაჩინა.
წყაროები ამბობენ, რომ განსაკუთრებით არასწორია ალ-მასრის მეორე პირად მოხსენიება, ალ-ყაიდას ახლანდელი ლიდერის შემდეგ. ის ხშირად ერევათ ამ დაჯგუფების სხვა წევრში, რომელიც ალ-მასრის მეტსახელს იყენებს ხოლმე.
სფეროს მცოდნეები განმარტავენ, რომ ადამიანი, რომელიც ახლა მოკლულია, არის აბუ მუჰსინ ალ-მასრი, ასევე ცნობილი, როგორც ჰუსამ აბდ ალ-რაუფი, ერთ-ერთი მაღალი რანგის მქონე პირი, რომლის დავალებაც თალიბანთან მუშაობა იყო. თუმცა, ალ-ყაიდას რანგით ნომერ მეორე პირი არის სხვა ალ-მასრი. მისი სრული სახელია აბუ მუჰამედ ალ-მასრი, ცნობილი, ასევე აბდულა აჰმენ აბდულას სახელით. ფიქრობენ, რომ სწორედ ის დაიკავებს ალ-ყაიდას ლიდერის ადგილს ერთ დღეს.
ორივე მათგანი ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ძებნილების სიაშია. სახელმწიფო დეპარტამენტს 10 მილიონი ამერიკული დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვინც აბუ მუჰამედ ალ-მასრის შესახებ ისეთ ინფორმაციას მიაწვდის მას, რაც მის გასამართლებას შეუწყობს ხელს.
კვირას, ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, ხოტბა შეასხა ავღანელ ჯარისკაცებს, როლებმაც რეიდის შედეგად მოკლეს ალ-მასრი. თუმცა, საქებარ სიტყვებთან ერთად, ღანიმ დაწერა, რომ ეს ოპერაცია აჩვენებს, რომ „ტერორიზმი ისევ, უდიდესი საფრთხეა ავღანეთისთვის, რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. რომ თალიბანს ჯერ არ გაუწყვეტია კავშირები სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის, არც ალ-ყაიდასთან“.
ავღანეთში, მსგავს მესიჯებს ავრცელებენ ადგილობრივი ოფიციალური პირები. მათ „ამერიკის ხმის“ ავღანური განყოფილების ჟურნალისტებს უთხრეს, რომ სპეცოპერაციის დროს, აბუ მუჰსინ ალ-მასრისთან ერთად, თალიბანის მერბძოლებიც იყვნენ.
გაერთიანებული ერების კონტრტერორიზმის დეპარტამენტის, ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ამერიკა საკმარისად არ აფასებს ალ-ყაიდას ძალაუფლებას ავღანეთში.
გაეროს ანგარიშში, რომელიც 2020 წლის ივლისში გამოვიდა, ნათქვამია, რომ ეს დაჯგუფება, ავღანეთის 12 პროვინციაში, ფარულადაა აქტიური“ და დიდი ალბათობით, იქ 400-დან 600-მდე მებრძოლი ჰყავს.
Facebook Forum