ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის კავშირმა ნიგერი მომხდარი გადატრიალების გამო გარიცხა


აფრიკის კავშირმა (AU) ნიგერს წევრობა შეუჩერა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო და კავშირის წევრებს ურჩია, თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, რამაც შეიძლება ხუნტის ლეგიტიმაცია გამოიწვიოს.

გასულ თვეში გადატრიალებამ შეშფოთება გამოიწვია დასავლელ მოკავშირეებსა და აფრიკის დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომლებიც შიშობენ, რომ ეს საშუალებას მისცემს საჰელის რეგიონში აქტიურ ისლამისტურ ჯგუფებს გააფართოვონ თავიანთი არეალი და რუსეთს მისცენ დასაყრდენი.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა (ECOWAS) ხუნტასთან მოლაპარაკებას ცდილობს, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ მზადაა ჯარები გაგზავნოს ნიგერში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, თუ დიპლომატიური მცდელობები წარუმატებელი იქნება.

სამშაბათს ნიგერის ყოფილმა სამხედრო ლიდერმა აბდუსალამი აბუბაკარმა თქვა, რომ შაბათ-კვირის ვიზიტი ნიგერში "ძალიან ნაყოფიერი" იყო და რომ მას ჯერ კიდევ აქვს სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტის იმედი.

”არავის სურს ომში წასვლა,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს აბუჯაში ბრიფინგის შემდეგ.

"ჩვენ დავიწყეთ საუბარი. მათ [ხუნტამ] საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. იმედია სადღაც მივალთ", - თქვა მან, თუმცა, დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG