ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური განწყობები


შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2007 წლის მაისიდან დღემდე ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ნატოს 80 ჯარისკაცია მოკლული. გუშინ სამხრეთ ავღანეთში ადგილობრივმა ჯარისკაცმა ორი ბრიტანელი სამხედრო მოკლა, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კი სავარაუდოდ ასევე ავღანელმა ჯარისკაცმა ამერიკელი სამხედრო მოკლა. როგორც ცნობილია შეერთებული შტატების ძალები ავღანეთს 2014 წლისთვის დატოვებენ. თუმცა ქაბულის ქუჩებში ბევრი ავღანელი ფიქრობს, რომ ავღანეთის დატოვების პროცესი საფრთხეებს შეიცავს.

„ჩვენ არ გვინდა რომ მათ ავღანეთი დატოვონ, რადგან ეს ხალხი რეალურად ეხმარება ავღანეთს,“ - ამბობს ერთერთი ავღანელი.

ავღანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრი შუქრია ბარაქზაი ამბობს, რომ გაყვანის პროცესი გონივრულად უნდა განხორციელდეს.

„ავღანეთის საზოგადოება დაიღალა ყოველდღიური მსხვერპლით, თუმცა ჩვენ კარგად უნდა მოვიფიქროთ, თუ რა შედეგებს გამოიწვევს ავღნეთის ნაჩქარევი დატოვება,“ - განაცხადა ბარაქზაიმ.

XS
SM
MD
LG