ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ძალადობაში ჰაკანის დაჯგუფება ფიგურირებს


აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცადებით, ავღანეთში 18 საათიანი კოორდინირებული თავდასხმების მიღმა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ მეამბოხეთა ჯგუფი, "ჰაკანი" დგას. ამასთან პანეტას თქმით, ეს არ წარმოადგენდა მოულოდნელობას. კოალიციის ძალები აცხადებენ, რომ ეს იყო საგაზაფხულო შეტევების სეზონის დასაწისი. მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს ქაბულსა და ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ რეგიონზე. შეტევებზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდამ აიღო. თუმცა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეს ფაქტი არასარწმუნოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით თავდასმების ორგანიზატორი ჰაკანის ჯგუფი იყო. პანეტას რწმუნებით, დაზვერვამ იცოდა თავდასხმის მზადების შესახებ, ამიტომაც ჰაკანის ჯგუფმა ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია.

XS
SM
MD
LG