ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აზიას დიდი კონსენსუსი ესაჭიროება


პაკისტანი და შეერთებული შტატები ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი შარონ ბენი ვაშინგტონიდან იუწყება, ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პაკისტანს და ინდოეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება.

როგორც ვაშინგტონელი ანალიტიკოსები აცხადებენ, ავღანეთის პრობლემის მოგვარება დიდწილად პაკისტან-ინდოეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული. მათ შორის ვითარების გაუმჯობესებაში კი მნიშვნელოვანი როლის თამაში შეერთებულ შტატებს შეუძლია.

პროფესორი ჰასან აბასი ვაშინგტონის თავდაცვის უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს იკვლევს. ის ფიქრობს, რომ რეგიონი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება თუ ადგილზე დიდი კონსნენსუსი არ შედგა. ვითარების დამძიმებას კი 2014 წლიდან უნდა ველოდოთ, როდესაც ავღანეთს შეერთებული შტატების და კოალიციის სამხედრო ნაწილები დატოვებენ.

„ამ ვითარებაში ავღანეთის დატოვება, რეგიონალური ან საერთაშორისო ურთიერთგაგების მიღწევის გარეშე, ნიშნავს უფრო დიდ ომს, უფრო მეტ ძალადობას და არასტაბილურობის გაგრძელებას,“ - ამბობს აბასი.

მისი აზრით, ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი როლი ინდოეთსა და პაკისტანს შორის თანამშრომლობას ენიჭება.

ისლამადაბი დელის რეგიონში სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებაში ადანაშაულებს, ხოლო ინდოეთი კი თავის მხრივ პაკისტანს მის ტერიტორიაზე სამხედრო აქციების ჩატარებაში სდებს ბრალს.

შუჯა ნავაზი ატლანტიკურ საბჭოში სამხრეთ აზიის ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, დადგა დრო, რომ პაკისტანმა გაამკაცროს თავისი კანონმდებლობა ქვეყნის შიგნით მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ.

მოედ იუსუფი შეერთებულ შტატებში მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტკოსია. მისი თქმით, პაკისტანის და ინდოეთის დარწმუნებას თანამშრომლობის დაწყებისათვის, ვაშინგტონისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ანტიტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე პაკისტანთან გრძელვადიანი ურთიერთობის კუთხით.

„მე არ ვფიქრობ, რომ სტრატეგიული ინტერესები ამ საკითხში იმდენად ემთხვევა, რომ მხარეებს შეუძლიათ სამხრეთ აზიაში პრინიპულ მოკავშირეებად იქცნენ,“ - ამბობს იუსუფი.

უკვე წლებია, რაც ისლამაბადსა და ვაშინგტონს ერთამენთთან უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები აკავშირებთ. თუმცა, მათი თანამშრომლობა ანტიტერორისტულ სფეროში გასული წლის ნოემბერში ამერიკული ავიაციის დაშვებულმა შეცდომამ შეაფერხა, როდესაც ოპერაციის დროს 24 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. ამის შედეგად, პაკისტანის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების აკრძალვა მოითხოვა. ასევე პაკისტანელმა კანონმდებლებმა წამოაყენეს პირობა, რომ ავღანეთში სამხედრო ტვირთების მიდობისთვის არ იყოს გამოყენებული პაკისტანის ტერიტორია. იუსუფი აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია პაკისტანს და ინდოეთს შორის ურთერთობების დალაგება.

„ავღანეთი მნიშვნელოვანია, თუმცა ამისთვის პაკისტან-ინდოეთის ურთიერთობები ერთერთი მთავარი ფაქტორია.“ - ამბობს იუსუფი.

მისი თქმით, ამ ურთიერთობების ხელშეწყობა კი ვაშინგტონის ინტერესებშიც შედის.

XS
SM
MD
LG