დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა კალიფორნიიდან ბარბარა ლიიმ განაცხადა, რომ წარმომადგენლობით პალატაში, 2001 წელს ავღანეთის ომში შეერთებული შტატების მონაწილოების საკითხზე გამართულ კენჭისყრაში, 435 წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ქალბატონი ლიის მორიგი ინიციატივა ნატოს სამხედრო ნაწილების უკან დაბრუნებას 2014 წლამდე ითვალისწინებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული წევრებისაგან შემდგარმა ჯგუფმა პრეზიდენტ ობამას წერილიც გაუგზავნეს, რომელშიც ნატოს სამხედრო ნაწილების დაბრუნებას ავღანეთიდან 2014 წლამდე ითხოვენ.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ვოლტერ ჯონსმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედროების ვადაზე ადრე დაბრუნება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გადასახადების საკითხშიც:
„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი: უნდა გავაუმჯობესოთ სასკოლო შენობები, ქვეყნის ინფრასტუქტურა, რაც დიდ თანხებს მოითხოვს. არადა, ყოველ თვე 10 მილიარდ დოლარს ავღანეთში ვაგზავნით პირობების გასაუმჯობესებლად. ამ ყველაფერს ჩვენი ახალგაზრდა ჯარისკაცების სიცოცხლეც ეწირება. ამიტომაა მათი ვადაზე ადრე დაბრუნება აუცილებელი.“